საქართველოში კოვიდინფიცირების და გარდაცვალების სტატისტიკა კვლავ მზარდია. სპეციალისტების თქმით, მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, იკლო პირბადის ტარების მაჩვენებელმა, რაც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ამირან გამყრელიძემ დღეს "კურიერთან" მასშტაბურ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში მოსახლეობა თუ არ მოერიდება სოციალურ ღონისძიებებს, შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ დამატებით შეზღუდვებზე იფიქროს.
"ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავიარეთ, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში.
თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე. ამდენს ვსაუბრობთ რომ გვქონდა 50% და იყოს 75%, და კიდევ უფრო მეტი, პირიქით, უფრო უგულებელვყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და 50%-ს დაბლა ჩამოდის პირბადის ტარების მაჩვენებელი,"-აცხადებს გამყრელიძე.