"კურიერისთვის" ცნობილი ხდება რომ ყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა სადაც მთამსვლელების ჯგუფი გადაადგილდებოდა.
"რუსთავი2-ის" ინფორმაციით შემთხვევის შედეგად ჯგუფის 5 წევრი დაშავდა. დაშავებულთა შორის პოლონელი და უკრაინელი ტურისტები არიან.
ამ წუთებში ადგილზე სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტფმრენიც.