ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ვითარება კონტროლირებადია.