20 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"დანით მიაყენა დაზიანება... არანაირი ბიზნესი მასთან არ აკავშირებდა" - რას აცხადებენ მოკლული ბიზნესმენის ახლობლები

განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. ამ წუთებში ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიური დაკითხვები მიმდინარეობს.

"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულს ჰყავს ერთი თვითმხილველი, რომელიც არის მოკლულის მეგობარი კახა ბასილია, რომელიც გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მოკლული ბიზნესმენის მეზობლები მკვლელობის სავარაუდო ვერსიებზე ვერ საუბრობენ. როგორც მათ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნეს, არ იცოდნენ, თუ ვლადიმერ ვახანია საქართველოში იმყოფებოდა.

ამასთან, მოკლულის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ინციდენტი ვახანიას ბიზნესსაქმიანობას არ უკავშირდება.

"პიროვნება დანით შევარდა მის საცხოვრებელ სახლში, განმუხურში და დანით მიაყენა დაზიანება. ვინც მას ახლდა, ახლა იკითხება პოლიციაში. რამდენიმე საათის წინ მოხდა. დამნაშავე ვინც არის, მისი მეგობრის ძმაა თუ არ ვიცი, ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ... არანაირი ბიზნესი მასთან არ აკავშირებდა, მხოლოდ შორეული ნაცნობობა. საერთოდ საქართველოში ბიზნესი არ ჰქონია," - განაცხადა მოკლულის ოჯახის ახლობელმა, კახა ლომაიამ. 

განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. "კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ბიზნესმენი განმუხურში საკუთარი სასტუმროს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით დაესხა თავს. 

დღის ამბები