რამდენიმე დღეში რიკოთის ავტობანის კიდევ ერთი, ამჯერად 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იხსნება.
უბისა-შორაპნის გზა შედგება 6 ხიდისა და სამი გვირაბისგან. 2024 წლამდე კი პროექტის ფარგლებში ჩქაროსნული გზის 54 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დასრულდეს.
სამუშაოები პრემიერმა დაათვალიერა. დღესვე დაანონსდა, რომ იგეგმება ჩქაროსნული გზების მშენებლობა სხვა რეგიონებშიც.