02 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
ვინ არის ვლადიმერ ვახანია და რა კავშირი ჰქონდა არჩევნებთან - პოლიცია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მკვლელს ეძებს

სამეგრელოში რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მოკლეს. ვლადიმერ ვახანიას, რომელიც 2012 წლის არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, საკუთარ სასტუმროში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.

სისხლიანი გარჩევის მოტივად შელაპარაკება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს შელაპარაკება მეგობრის ძმასთან მოუვიდა, კონფლიქტი კი ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიცია დამნაშავეს ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, იდენტიფიცირებულია სავარაუდო დამნაშავეც. მისი ვინაობა "კურიერისთვისაც" ცნობილია, თუმცა სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ.

ზუგდიდის პოლიციის სამხარეო სამმართველოში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკვე გამოიკითხა მკვლელობის მთავარი მოწმე და მოკლული ბიზნესმენის მეგობარი კახა ბასილია. 

დღის ამბები