სამართალდამცავები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში განმუხურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
საგამოძიებო ორგანო რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა ბადრი ხუბუამ, რომელმაც მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილამდე მიიყვანა.