20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
დღეიდან აცრის მსურველებს სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება თბილისში დამატებით 6 სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ

დღეიდან აცრის მსურველებს სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, თბილისში დამატებით 6 სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ.

ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის მოედნის გარდა, მოქალაქეები ვაქცინაციას დედაქალაქის სხვა რაიონებშიც შეძლებენ. ესენია სამი დიდი მოლი - "ისთ ფოინთი", "სითი მოლი საბურთალო" და "სითი მოლი გლდანი", ასევე მუხიანი, ავჭალა და ორხევი.

ამასთან, რუსთავში 3 მობილური ვაქცინაციის ავტობუსი დაიწყებს მუშაობას. 

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები