31 აგვისტო 2026,   02:53
ვრცლად
ბათუმის ერთ-ერთი სკოლის ეზოში დარგული მარიხუანა აღმოაჩინეს - ფაქტზე გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო კულტივაციის მუხლით დაიწყო

ბათუმში მე-18 საჯარო სკოლის ეზოში მარიხუანაა დარგული - მარიხუანას ირგვლივ მიწა გაფხვიერებული იყო და მცენარეს საყრდენი ჯოხები ჰქონდა მიმაგრებული.

სკოლის დირექტორის განმარტებით, მცენარე გუშინ ეზოს დალაგების დროს შენიშნეს და სამართალდამცველებს მიმართეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ნიმუშები აიღეს. ფაქტზე გამოძიება 265-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო კულტივაციას გულისხმობს.

დღის ამბები