საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანს ეროვნული გვარდიის უფროსმაც უმასპინძლა.
"ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან და საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსთან. განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ურთიერთქმედება, ორმხრივი თანამშრომლობა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება. საქართველოს ეროვნული გვარდია არის ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი. ჩვენი მხარეები 6 წლის განმავლობაში თანამშრომლობენ და გვაქვს როგორც საქმიანი, ისე მეგობრული ურთიერთობები. იმედი გვაქვს, რომ ასეთ ურთიერთობას მომავალშიც გავაგრძელებთ,"- აცხადებს უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაური მიკოლა ბალანი.