16 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ავღანეთიდან განხორციელებული საევაკუაციო ფრენები - ქართულ მხარეს ნორვეგიის საგარეო უწყება მადლობას უხდის

ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების განხორციელებაში დახმარებისთვის ქართულ მხარეს ნორვეგიის საგარეო უწყება მადლობას უხდის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შედგა.

ნორვეგიის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს როლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ავღანეთიდან სამოქალაქო და სამხედრო პირების სასწრაფო ევაკუაციისა და ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული პროცესების მართვაში შეასრულა.

დღის ამბები