დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრისთვის გამოყოფილ ავტობუსებში ყოველდღიურად, საშუალოდ, 100 ადამიანი იცრება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, თბილისში 9, ხოლო რუსთავში 3 მოძრავი ამცრელი პუნქტი მუშაობს.
"სამი ავტობუსი მოძრაობდა თბილისში. ახლა, თუ არ ვცდები, 6 დაემატა. ამავე დროს, 3 არის რუსთავში. პირველი სამი ავტობუსის მონაცემებით, ყოველდღიურად იყო 250-დან 300-მდე აცრა ამ მოძრავ ავტობუსებში. დაახლოებით, რომ ვიანგარიშოთ, თითო ავტობუსი, დღის განმავლობაში, ცრის 100 ადამიანს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.