20 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის, ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის თქმით, 17 დღის ორივე ახალშობილი, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა.

"მძიმე რჩება ისევ, აპარატზე არიან, ორივეს მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ჯერჯერობით, რაიმე გარდამტეხი მომენტი უკეთესობისკენ არ დამდგარა. 17 დღე ვინარჩუნებთ მათ სიცოცხლეს, თუმცა, კოვიდმა ისე დაუზიანა ფილტვები, რომ ძალიან ძნელი გახდა ბრძოლა. ამ ეტაპისთვის უკიდურესად კრიტიკულად მძიმე რჩებიან. კოვიდურმა პნევმონია მთლიანად მოიცვა მათი ფილტვები," - განაცხადა მარინა ბარათიშვილმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას. 

დღის ამბები