20 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
კორონავირუსის მძიმე შედეგები საქართველოში - 83 გარდაცვლილს შორის ერთი ახალშობილია

"დელტა" შტამით ინფიცირებული ახალშობილი, რომელიც ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. ბავშვის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით დამძიმდა.

ექიმების ინფორმაციით, მას თანდაყოლილი დაავადებები და კოვიდით მიყენებული ფილტვების სერიოზული დაზიანება ჰქონდა.

ბავშვი ერთ-ერთია იმ 83 ადამიანიდან, რომელიც დღეს სამწუხაროდ კორონავირუსმა იმსხვერპლა. პანდემიასთან ბრძოლის მთავარი გზა და ერთადერთი გამოსავალი, რაზეც მედიკოსები კატეგორიულად საუბრობენ ვაქცინაციაა.

ქვეყნის მასშტაბით, მილიონ 285 ათასზე მეტი აცრაა გაკეთებული. ქალაქის ქუჩებში უკვე 9 ავტობუსი მოძრაობს, სადაც დღეში რამდენიმე ასეული ადამიანი იცრება. 

დღის ამბები