სექტემბერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებში, სიმსივნის და ლეიკემიის ცნობიერების ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით მთელი თვის განმავლობაში ექიმები ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს არაერთ საჭირო ინფორმაციას უზიარებენ.
საქართველოში ბოლო 6 თვის მონაცემებით, მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში 100 ბავშვი ჩაერთო.
ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლაში გასულ წელს 105 პაციენტი, ხოლო ბოლო 6 თვეში 100 ბავშვი ჩაერთო. ჯანდაცვის სამინისტრო სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობას უფინანსებს, ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.