საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 74 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 5 587 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტების რაოდენობა 28 025-ია, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 263, PCR ტესტით - 12 762.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 42 237-ია.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 22 733 ადამიანი აიცრა.