20 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ჯამურად თბილისის და რუსთავის მოძრავ ავტობუსებში 1000-მდე ადამიანი იცრება დღიურად - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე

74 გარდაცვლილი და 2 210 ახალი შემთხვევა - ეს არის გასული დღე-ღამის კოვიდ სტატისტიკა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, იკლებს დაინფიცირების შემთხვევები, რასაც ეპიდემიოლოგები არსებულ შეზღუდვებს და ვაქცინაციას უკავშირებენ.

იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. საერთო ჯამში 5 სექტემბრის მონაცემებით, 1 314 104 აცრაა ჩატარებული.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა და სწორედ იმუნიზაციის პროცესი შეუწყობს ხელს იმას, რომ ადამიანები ნაკლებად დაავადდნენ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე ამბობს, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისსა და რუსთავის ავტობუსებში დღიურად 1000-მდე ადამიანი იცრება.

"აღინიშნება ძალიან კარგი აქტივობა, ბოლო დღეებში პრაქტიკულად გასამმაგდა, ჯამურად თბილისის და რუსთავის მოძრავ ავტობუსებში 1000-მდე ადამიანი იცრება დღიურად.

რაც შეეხება ვაქცინაციის ცენტრებში, 5 000-ზე მეტი ვაქცინირებული მოქალაქე იღებს ამ მომსახურებას.

აცრა ერთადერთი გამოსავალია პანდემიიდან და ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ეს სერვისი მათთან უფრო ახლოს არის მისული და ვფიქრობ, რომ არ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.

დღის ამბები