ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა, მძიმე იყო და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
"პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები - ჰიდროცეფალია, სეფსისი, ასევე იყო ჭარბწონიანი, დაახლოებით 120 კილომდე იწონიდა პაციენტი. მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. იმყოფებოდა ჟანგბადის მიწოდებაზე, ჰქონდა დაბალი სატურაცია. მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაფიქსირდა გულის გაჩერება," - აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვალების მაჩვენებელი იკლებს, თუმცა ეპიდემიოლოგები არსებულ ვითარებას მაინც საყურადღებოდ მიიჩნევენ. მედიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან არსებული რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე და აიცრან.