16 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ცდილობენ ხელი შეგვიშალონ საარჩევნო კამპანიაში - მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი გამოიკითხა.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მიმდინარე პროცესს, წინა საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლად აფასებს.

"ბუნებრივია, რომ ინტენსიური ჩანიშვნა წინა საარჩევნოდ, ემსახურება, რომ როგორღაც ხელი შეგვიშალონ საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ არ გამოუვათ. ჩვენ მე მგონი საზოგადოებას ვაჩვენეთ რომ, არც ამ უსამართლო სასამართლოს დავემალეთ, არც მოთმინებას უღალატია ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამას, რომ მთლიანი ლუსტრაცია გავაკეთოთ მახინჯი სისტემის წინააღმდეგ," - მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, მათ ჯგუფურად 17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, მის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

დღის ამბები