20 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
პანკისი ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულების მხარდასააჭერი აქცია გაიმარათა.

დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები დუისის პოლიციასთან შეიკრიბნენ და ანტიტერორისტული ცენტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაცია გააპროტესტეს. მათი თქმით, დაკავებულ ახალგაზრდებს კავშირი არ აქვთ ტერორიზმთან და უწყების გამოყენებული ვიდეო მათ ბრალეულობას არ ამტკიცებს, რადგან არასწორად არის ნათარგმნი.

"ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენი შვილები უდანაშაულობი არიან. ვიდეო, რაც გამოაქვეყნა სუსმა არასწორად არის ნათარგმნი და სულ სხვა თემაზე ლაპარაკობენ იქ. მაგათ რომ სირიაში წავსლა სდომოდათ წავიდოდნნენ კიდეც. რა უნდათ ჩვენგან ვერ გავიგეთ. ხან გვიკლავენ ახალგაზრდებს, ხან აკავებენ," - აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

აქციის მონაწილეებმ დახმარების თხოვნით დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

დღის ამბები