საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება.
შერჩევითი პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.
ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს, ლატარია წლის ბოლომდე, ყოველდღე გათამაშდება.
ამის გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება სხვადასხვა საპრიზო ფონდებით - დაწყებული 100 ლარიდან 500-მდე, ხოლო ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500 და 5000 ლარის ოდენობის ჯილდო.
შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ლატარიაში მონაწილეობას ის ნებისმიერი ადამიანი მიიღებს, რომელიც ერთჯერადად ან ორჯერადად არის აცრილი.