ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა უმრავლესობას "დელტა" შტამი აღენიშნება, რის ფონზეც, მისივე თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ არსებული რეგულაციები მკაცრად დაიცვას.
"მიმდინარე პერიოდისთვის საქართველოში კოვიდის მაღალი გავრცელება აღინიშნება და მნიშვნელოვანია კვლავაც ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რათა მაქსიმალურად შევეცადოთ დაავადების გავრცელების შემცირებას და მის შეჩერებას.
შემთხვევათა უმრავლესობა არის "დელტა" შტამი, რომელიც ერთ-ერთი სწრაფად გავრცელებადი შტამია და სულ რამდენიმე თვეში ჩაანაცვლა პრაქტიკულად ყველა წინა შტამები. ჩვენ გვაქვს უნივერსალური უსაფრთხოების წესები, რომელიც კოვიდის ყველა შტამზე, აქამდე არსებულზეც და მომავალშიც არსებულზე კარგად მუშაობს," - განაცხადა ჩოკოშვილმა "კურიერთან" საუბრისას.
ამასთან, ამ წუთებში იმუნიზაციის საბჭო სხდომა იმართება.