დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე ავა, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.
"ეპიდსიტუაცია უმჯობესდება ნელა და ახლა რისკი იმისა, რომ თანდათანობით მეტი მობილობა იქნება, არის თეორიული და პრაქტიკულიც, მაგრამ თუ ჩვენ ყველა პატიოსნად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს და პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა ავიყვანოთ 95%
-ზე. დღეს ჩამოსული ვართ 43%-ზე. ეს ყველაზე მარტივად დასაცავი რეკომენდაციაა და თუ მის ტარებას ავიყვანთ 95%-ზე, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ.
თუ 1000 ადამიანი 2-ჯერ აიცრება, ეს იქნება 1 გადარჩენილი სიცოცხლე. ამიტომ პირბადე ვატაროთ და წავიდეთ აცრაზე," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში.