დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, რომ პირბადის არქონის გამო მოქალაქეებს ჯარიმის ნაცვლად პირბადე გადაეცეთ.
"ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებელია, დავურიგოთ ადამიანებს პირბადე. მოვუწოდოთ, მივაწოდოთ პირბადე ტრანსპორტში და ვუთხრათ, იმგზავრე პირბადით.
თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ამირან გამყრელიძემ.