20 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობისთვის დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ის 33 წლის მამაკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, არაფერი თქმულა მოტივსა და მსხვერპლთან მის კავშირებზე.

სპეციალურ ბრიფინგზე იმ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რაც სამართალდამცველებმა ჩაატარეს.

დაკავების საფუძველი სხვადასხვა მტკიცებულებასთან ერთად გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაა.

ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე 31 ივლისს იპოვეს. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები