25 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დანაშაულს აღიარებს, თუმცა განზრახ მკვლელობის ბრალდებას უარყოფს

თელავის რაიონულ სასამართლოში საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, ვანო ზანდარაშვილის საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. 

პროცესი 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სადაც ბრალდების მხარის 6 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის მოკლული ზურაბ საჩიშვილის მეუღლე.

სხდომის მიმდინარეობის სიტყვის თქმის უფლებით რამდენჯერმე ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. ყოფილი პოლიციელი ვანო ზანდარაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამოძიებას განზრახ მკვლელობის ნაწილში არ ეთანხმება და განმარტავს, რომ დანაშაული აფქეტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. ვინაიდან, მანქანით მგზავრობისას ზურაბ საჩიშვილი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

მანამდე კი მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. განაჩენის დადგომამდე სასამართლო პროცესები ყოველდღიურად გაიმართება. გამოიკითხებიან როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მოწმეები. ასევე განხილული იქნება გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ყველა მტკიცებულება და ექსპერტიზის დასკვნა.

ფაქტი,გასული წლის 25 დეკემბერს ღამით თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

ბრალის დამტკიცების შემეთხვევაში, ვანო ზანდარაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები