დუშეთის საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესის დაწყებისთვის პანდემიის პირობებში ყველა წესის დაცვით ემზადებიან. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აქტიურად იცრებიან.
მათ იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჰქონდათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოსახლეობის ინფორმირებაში აქტიურად მონაწილებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული.