ოპოზიციის გაერთიანებული მერობის კანდიდატი ანზორ მელია ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ანზორ მელიამ ადგილობრივების საჭიროებები და პრობლემები მოისმინა.
"ხალხი არ უნდა გარბოდეს უცხოეთში, არ უნდა ტოვებდეს ოჯახებს. უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან საქმის, სიკეთის გაკეთებაში და მაშინ აღორძინდება საქართველო. გული, თუ არ ჩადე საქმეში, იქ წარმატება შეუძლებელია. ამიტომ ამ გულს მე ჩავდებდი მერიაში,"- მიმართა მხარდამჭერებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ანზორ მელიამ.