ლანჩხუთში, გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილმა მერობის კანდიდატად ლია მუხაშავრია დაასახელა.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე დასახელდნენ კანდიდატები - გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი, დანარჩენი კი "ნაციონალური მოძრაობიდან".
მერობის კანდიდატმა, ლია მუხაშავრიამ მთავარ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობის აღორძინება და ინვესტორების მოძიება დაასახელა.