20 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვის იმედი აქვს

ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ რაფაელ მურსაკულოვს ბრალი დაუმძიმა. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით გრძელდება - ყაჩაღობის და განზრახ მკვლელობის სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, სოფო გოგლიჩიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატს იმედი აქვს, რომ საქმეში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთვებიან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წაუყენეს. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და აცხადებს, რომ არანაირი შეხება ამ საქმესთან არ ჰქონია. მაქვს იმედი, რომ ავირჩევთ ნაფიც მსაჯულებს," - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები