პანდემიის მე-4 ტალღის პიკი დაძლეულია, თუმცა კლინიკები კვლავ გადატვირთული რჩება. განსაკუთრებით რთულია ვითარება რეანიმაციულ განყოფილებებში. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს ეფექტი სწორედ პიკის პერიოდს უკავშირდება.
ახლა, რეანიმაციებში ძირითადად ის პაციენტები არიან, რომლებიც COVID კლინიკებში გასული ორი-სამი კვირის განმავლობაში მოხვდნენ.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ კლინიკაში საწოლფონდი სრულად შევსებულია და ყველა COVID პაციენტს სასტაციონარე პარამეტრები აქვს.