01 მაისი 2024,   21:47
ვრცლად
კახა კალაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კრწანისისა და ფონიჭალის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ჯაფარიძემ კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრები გაიმართა გრიშაშვილის, კრწანისის და გულიას ქუჩებზე, ასევე ზემო და ქვემო ფონიჭალაში.

კახა კალაძე მოსახლეობას დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. ხაზი გაუსვა გორგასლის ბულვარის პროექტის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს კიდევ 10-ჰა მწვანე სივრცე შეემატება.

"ძალიან ბევრი კარგი პროექტი არის განხორციელებული კრწანისის რაიონში. ვისაუბრეთ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რა აწუხებს მოსახლეობას, ასევე სამომავლო გეგმებზე," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები