ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
ხეების წაქცევის შედეგად დაზიანებულია სახლების სახურავები და სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე ავტომობილები.
სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შექმნილია კომისია, რომელიც სტიქიით მიყენებულ ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.