16 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისის საარჩევნო სიებში ხარვეზებია

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, საარჩევნო სიებში ხარვეზებია. კერძოდ, მისი თქმით, კედლის სიებში არ იკითხება მონაცემები და რიგ უბნებზე ისინი არასათანადო ადგილზეა განთავსებული.

ხატია დეკანოიძე ამ ხარვეზებს ხელოვნურ ბარიერებად განიხილავს, რათა ამომრჩევლის დაბნევა მოხდეს. მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილია დარღვევები გადასატან ყუთებთან დაკავშირებით.

"სიები, განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომელიც წინა არჩევნებზე დიდი უპირატოსებით იყო მოგებული, გამოკრულია საარჩევნო კომისიებიდან რამდენიმე კილომეტრის იქით. საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს, 43-ე უბანზე, ქუთაისში, წამოსცდა, რომ გადასატან ყუთზე მიმაგრებულია "ქართული ოცნების" ადგილობრივი კოორდინატორი,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები