მმართველმა პარტიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კანდიდატების და საარჩევნო პროგრამის წარდგენა დაასრულა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლების დროს ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებოს გამოწვევები და პრობლემების მოსაგვარებლად "ქართული ოცნება" ინტენსიურად მუშაობს.
რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც. კახა კუჭავას თქმით, სწორედ რეგიონების განვითარებას ემსახურება ყველა ის გეგმა, რომელიც ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული.
გამოწვევების აღმოფხვრისა და პრობლემების დაძლევის გზებზე ისაუბრეს მერობის კანდიდატებმა. მმართველი გუნდის რჩეულები ამბობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტების განვითარება და თითოეული მოქალაქის პრობლემის მოგვარება მათი პრიორიტეტი იქნება.