31 აგვისტო 2026,   22:48
ვრცლად
მოსალოდნელი მე-5 ტალღა და სეზონური გრიპები - ეპიდემიოლოგები ტრანსპორტის გახსნის ფონზე გაზრდილ რისკებზე გვაფრთხილებენ

როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ მე-5 ტალღის თავიდან აცილება - მმედიკოსები კიდევ ერთხელ საუბრობენ ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე. სპეციალისტების თქმით, სექტემბერი და ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკული თვეებია და საჭიროა ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი იყოს.

ეპიდემიოლოგები შეზღუდვების, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების მკაცრად გაკონტროლებასაც მოითხოვენ.

"ეპიდვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა, ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მოვდუნდეთ. რისკების შემცირება შესაძლებელია, თუ ტრანსპორტში გაკონტროლდება ჰიგიენური ნორმების, ფიზიკური დისტანცირებისა და პირბადის ტარების წესის დაცვა. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში,"-აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე კი აცხადებს, რომ არსებული რეგულაციების დაცვა სხვა სეზონური გრიპებისგანაც დაგვიცავს. 

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინფექციის ჯაჭვში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. რეგულაციის მოხსნამ არ უნდა გამოიწვიოს ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესება, ამისთვის კი აუცილებელია იმ პრევენციული ღონისძიების პირნათლად შესრულება, რასაც ნიღბის ტარება ჰქვია. არსებული რეგულაციების დაცვა თავიდან აგვარიდებს როგორც კორონავირუსულ ინფორმაციას, ისე დაგვიცავს სხვა სეზონური გრიპებისგან,"- აცხადებს ნათია გორდაძე

დღის ამბები