საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კონკურსი ცხადდება. პროგრამა "სოფლად მეწარმეობის განვითარების" შესახებ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას პროცესში.
პროექტის მიზანია სტუდენტები დაესწრონ ტრენინგს სოფლად მეწარმეობის განვითარების შესახებ, ასევე მოიძიონ ბენეფიციარები და მათთან ერთად შეიმუშაონ ბიზნესგეგმის კონცეფციები მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისთვის.
აპლიკაციის წარდგენის ვადა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე არის განსაზღვრული.
3 საუკეთესო კონცეფციის ავტორი დაჯილდოვდება "სოფლად მეწარმეობის განვითარების" პროგრამის პრემიებით და პრიზებით.
პროგრამის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "სენი" და ნიდერლანდების სამეფო.