20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
ვაქცინა, PCR-ის უარყოფითი პასუხი ან ბოლო 6 თვეში გადატანილი Covid 19 - რა შეიძლება დაგჭირდეთ მალე კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად

უსაფრთხო კოვიდ გარემოს შექმნის მიზნით, რესტორნებსა და სხვადასხვა ობიექტებში შესასვლელად, შესაძლოა, მალე გარკვეული მოთხოვნები დაწესდეს, რისთვისაც სპეციალური ვებგვერდიც ამოქმედდა, რომლის საშუალებითაც ადამიანების კოვიდ სტატუსი შემოწმებაა შესაძლებელი.

იმისთვის, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭოს, აუცილებელია, იყოს ორჯერადად ვაქცინირებული, ან ჰქონდეს ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR კვლევის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში ვირუსი გადატანილი - თუ აქედან რომელიმეს დააკმაყოფილებს, სპეციალური აპლიკაცია მას გაამწვანებს.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სიახლეს დადებითად შეხვდნენ, თუმცა აცნობიერებენ რისკებსაც, რომ შესაძლოა, სტუმართა რაოდენობამ საგრძნობლად იკლოს.

იმისთვის, რომ მეტი ობიექტი ჩაერთოს მწვანე სივრცის შექმნაში, რესტორატორები სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების დაწესებას რამდენიმე მიმართულებით ითხოვენ.

სექტორის შიშები რომ უსაფუძვლოა, ბექა ფერაძემ შეხვედრაზე ბიზნესმენებს პირადად აუხსნა და დაპირდა, რომ პროექტის წარმატების დანერგვის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოზე მათთვის, ვინც მწვანე სივრცის მოწყობის გადაწყვეტილებას მიიღებს, რეგულაციების მოხსნის შესახებ იმსჯელებენ.

მეტი მწვანე სივრცის შექმნის იდეა თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ წამოწყება გაამართლებს, შესაძლოა მალე ყველა ობიექტისთვის სავალდებულო გახდეს. პროცედურის კიდევ უფრო გასამარტივებლად, უახლოეს დღეებში საიტის გარდა მობილური აპლიკაციაც ამუშავდება.

დღის ამბები