20 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
მარნეულში გოგოს მოტაცების დროს ბებია გარდაიცვალა - ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო მარნეულის ცენტრში. ადგილობრივების ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი ცოლად მოყვანის მიზნით გოგოს იტაცებდა, რა დროსაც ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ოჯახი გოგოს გათხოვების წინააღმდეგი იყო. ახლობლების ინფორმაციით, მოტაცების მომენტში გოგოს ბებიაც იქვე იმყოფებოდა, რომელიც მოულოდნელად დაეცა და გარდაიცვალა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა თავად გოგომ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მის მიმართ ძალადობა არ ყოფილა და ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მამაკაცს ცოლად საკუთარი ნებით მიყვებოდა.

დღის ამბები