ვერაზე დაჭრილი 22 წლის მამაკაცი ნიკა კვარაცხელიაა, ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, სისხლიან დაპირისპირებაში 2 პირი მონაწილეობდა, ერთი დაჭრილი და მეორე მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან, არაოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილით მიიმალა.
ანჯაფარიძის ქუჩაზე გასროლის ხმა დაახლოებით 9-ჯერ გაისმა.
რას მოჰყვა დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 18/109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.