წყნეთში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 2 პირი. ფაქტი "რუსთავი 2-ს" შსს-ს პრესამსახურში დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია მომხდარის შესახებ, ცნობილი არ არის.
უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 19/109-ე და 236-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.