გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია, წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ის ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივების პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ანზორ მელიამ, რუხის მაჟორიტარობის კანდიდატი, მერაბ ჭაჭუაც წარადგინა.