26 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
სუს-ის შენობასთან ავტომობილის დალეწვის გამო დაკავებული "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ხელწერილის საფუძველზე

აქცია-პერფომანსზე დაკავებული "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბორის ყურუა და ნიკა მოსიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

შეგახსენებთ, აქცია-პერფომანსი გუშინ სუს-ის შენობასთან ფარული მოსმენების გაპროტესტებას ემსახურებოდა. აქციის მონაწილეებმა მათ მიერვე მიყვანილი "შკოდას" მარკის ავტომობილი დემონსტრაციულად დალეწეს.

დღის ამბები