25 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელას მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელას მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. დეტალები "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია.

ჩვენთვის ცნობილია სავარაუდო "ქილერის" ვინაობა, დანაშაულის სავარაუდო მოტივი და დამკვეთი. "კურიერმა" გაარკვია, რომ გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე 20 წლის წინ მოკლულ ეწ კანონიერ ქურდს დავით კაკულიას - მეტსახელად დათო "თბილისკის" და მისი შვილების შურისძიებას ეხება. შურისძიება კი, დაკავშირებულია მოკლული ახალგაზრდის მამასთან, რომელიც ასევე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია.

ვერაზე მომხდარი მკველელობის ამსახველი კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღო უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში, ვიდეო ახლა საქმის მთავარი მტკიცებულებაა. სამართალდამცველებს სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავთ, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

დღის ამბები