27 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
"საქონელი უპატრონოდ მორბოდა, ეს კაციც აღარ გამოჩნდა..." - რას ჰყვებიან ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცის მეზობლები

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან უკანონოდ დაკავებული მწყემსი თავისუფალია. ადგილობრივების ცნობით, ოკუპანტებმა ზურაბ დოთიაშვილი საქონლის მწყემსვის დროს უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარის შემდეგ, დაუყონებლივ გაააქტიურა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც მიაწოდა. უკანონოდ გატაცებული საქართველოს მოქალაქე დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მსგავსი შემთხვევები ხშირია. 

"საქონელი ჰყავდა, ნახირში დადიოდა ხოლმე და საქონელი რომ მოვიდა, მერე ეს კაციც აღარ გამოჩნდა, უპატრონოდ მორბოდა საქონელი. გავიგეთ მერე, რომ გაიტაცეს, ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები ჩვენს სოფელში - შარშან ამ დროს საქონელი გაიტაცეს, წელს მენახირე,"- ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები