25 ოქტომბერი 2021,   02:53
ვრცლად
დატბორილი სახლები, ჩამოწოლილი მეწყერი და გათიშული ელექტროენერგია - სტიქიის შედეგები ქობულეთში

დატბორილი სახლები და ეზოები, ჩამოწოლილი მეწყერი და გათიშული ელექტროენერგია - ქობულეთში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან - ჯერჯერობით, უცნობია რა რაოდენობის ზიანი მიადგა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტს. ძლიერი წვიმის გამო, მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის სოფლებში. შემთხვევის ადგილებზე ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ.

"წამოსულია მეწყერი, პირველი სართული თითქმის დაფარულია, სახლს მოდებულია და სახლის მეორე მხრიდანაც, თქვენც ნახეთ, როგორ დაიწია. რეაგირება იმწუთასვე მოხდა. სახლი გაბზარულია, ერთ მხარეზე მთლიანადაა მოდებული მეწყერი და სახლის მეორე მხარე დაწეულია, ჩავარდნილია,"-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული. 

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, ხდება ზარალის აღწერა, დათვლა და დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში, გაეწევათ დახმარება. 

ამ დროისთვის, ქობულეთსა და მის მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები