"ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე მსჯავრდებული მაია რჩეულიშვილი, ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.
მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა.
პენიტენციურ დაწესებულებასთან მისი ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ იმდენი ხანი ველოდბოდი, დაუსრულებელი იყო ეს პერიოდი. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ რომ ეს მალე მოხდებოდა,"- განაცხადა მაია რჩეულიშვილის შვილმა გუკა რჩეულიშვილმა.