23 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
რას ამბობს ნიკოლოზ კვარაცხელიას გარემოცვა მკვლელობის მოტივზე - "კურიერი" გარდაცვლილის ახლობლებს ესაუბრა

ამ წუთებში, თბილისში, მახარაძის ქუჩაზე 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან დაცხრილეს. 

მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. "კურიერისთვის" ცნობილია სავარაუდო დამკვეთისა და ქილერის ვინაობა და დანაშაულის სავარაუდო მოტივი. ჩვენი ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით საქმე 20 წლის წინ მოკლულ ე.წ. კანონიერ ქურდს, დავით კაკულიას - მეტსახელად დათო "თბილისკის" და მისი შვილების შურისძიებას ეხება. შურისძიება კი, დაკავშირებულია მოკლული ახალგაზრდის მამასთან, რომელიც, ასევე, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია. სამართალდამცველებს მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავთ. 

"კურიერი" გაესაუბრა ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის ახლობლებს როგორც თბილისში, ისე წალენჯიხაში. გარდაცვლილის გარემოცვას მკვლელობის ვერსიაზე საუბარი უჭირთ. 

დღის ამბები