მედიაში გავრცელებული ფარული ფაილების შესახებ გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებს კითხვები მედიის წარმომადგენლებთან აქვთ. ცოტა ხნის წინ, პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, ტელეკომპანია "ფორმულას" წარმომადგენელი მიშა მშვილდაძე და "ქრონიკა +-ის" რედაქტორი ელისო კილაძე.
დღის განმავლობაში დაბარებულები არიან სხვა პირებიც.
"თუკი ხელისუფლება აპირებს იმას, რომ გამოაქვეყნოს კადრები და მერე ეს ვინმეს დააბრალოს, მედიას ან სხვა ვინმეს, იცოდეს საზოგადოებამ, რომ დიდი ხანია მედია ამისგან თავს იკავებს,"- განაცხადა მიშა მშვილდაძემ.