რამდენიმე წუთის წინ საავტომობილო გზის იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრია დაშავებული.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან. დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ.